ფეხბურთი

18:31 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ აღიარა, რომ მსაჯს კუკურელიას მხრიდან ხელით თამაშის გამო პენალტი უნდა დაენიშნა

უეფას მსაჯთა კომიტეტმა აღიარა, რომ ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანია-ესპანეთის მატჩში მარკ კუკურელიას მხრიდან ხელით თამაშის გამო პენალტი უნდა დანიშნულიყო.

„უეფას უახლოესი ინსტრუქციების თანახმად, ბურთთან ხელის შეხება, რომელიც საგოლე დარტყმას აჩერებს, მკაცრად უნდა დაისაჯოს და უმეტეს შემთხვევაში პენალტი უნდა დაინიშნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მცველის ხელი ძალიან ახლოსაა სხეულთან. ამ შემთხვევაში მცველმა კარისკენ დარტყმა სხეულთან არც თუ ისე ახლოს მყოფი ხელით შეაჩერა, რითაც სხეულის ფართობი გაზარდა, ამიტომ, პენალტი უნდა დაენიშნათ“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა დამატებით დროში გერმანია 2:1 დაამარცხა, ხოლო კუკურელიას ეპიზოდის დროს ანგარიში თანაბარი იყო (1:1), თუმცა მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა და VAR-მა ესპანელის მხრიდან თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირეს.

0.119243