ფეხბურთი

10:26 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ტერ შტეგენი 8 თვით გამოაკლდა

„ბარსელონას“ კაპიტანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დიდი ხნით გამოაკლდა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, გერმანელმა მეკარემ მყესები გაიწყვიტა.

ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა „ვილიარეალთან“ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მას ოპერაციას ორშაბათს ან სამშაბათს გაუკეთებენ.

„ბარსელონას“ მეორე მეკარე ინიაკი პენიაა, რომელსაც მოუწევს ტერ შტეგენის შეცვლა, თუ კატალონიელები იანვარში არ გადაწყვეტენ ახალი მეკარის დამატებას.

0.114909