საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ჩემპიონობის მაძიებელმა გუნდებმა, „ტორპედომ“ და „იბერიამ“ ადვილად მოიგეს.
„ტორპედომ“ სტუმრად „გაგრა“ 3:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ნიკა სანდოხაძემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ელიტონ ჟუნიორმა და ბიორნ იონსენმა ორჯერ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
„ტორპედო“ 51 ქულით ლიდერობას „დილასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 24 ქულით მეცხრეა და წინ „იბერიასთან“ მატჩი აქვს.
თბილისის „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთს" 6:2 აჯობა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, როცა გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს. თუმცა, მეორე ნახევარში ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქეს მაგრად აჯობა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
მატჩის გმირი გიორგი კოხრეიძე იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა. „იბერია“ 48 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 28 ქულით მეექვსე საფეხურზეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს.
„გაგრა“ – „ტორპედო“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 სანდოხაძე (45), 0:2 ელიტონი (47), 0:3 იონსენი (55)
„კოლხეთი“ – „იბერია“ 2:6 (2:2)
გოლები: 0:1 კოხრეიძე (6, პენ), 1:1 აბუაშვილი (19), 1:2 ო. მამაგეიშვილი (32), 2:2 მელქაძე (44), 2:3 კოხრეიძე (48), 2:4 კოხრეიძე (64, პენ), 2:5 ახვლედიანი (70), 2:6 კოხრეიძე (75)