„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე შუა კვირაში „მონაკოსთან“ მარცხი განიცადა, მაგრამ ლა ლიგაში აგრძელებს დიდებულ ასპარეზობას.
ჰანსი ფლიკის გუნდმა მეექვსე ტურში სტუმრად „ვილიარეალი“ 5:1 გაანადგურა. პირველივე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, რასაც აიოზე პერესმა უპასუხა და კატალონიელები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
თუმცა, მეორე ნახევარში „ვილიარეალმა“ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. დუბლით გამოირჩა რაფინია, ხოლო ერთი გოლი პაბლო ტორემ გაიტანა.
„ბარსელონა“ ლა ლიგას უდანაკარგოდ, 18 ქულით ლიდერობს და ჩატარებულ ექვს მატჩში 22 გოლი გაიტანა. მომდევნო ტურში „ბლაუგრანა“ 25 სექტემბერს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.