კალათბურთი

22:41 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 17 ქულა, "ვირტუსი" სუპერთასის ფინალში დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ოლიმპია მილანოსთან“ დამარცხდა და სეზონი ტიტულით ვერ დაიწყო.

არადა, ბოლონიელები „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ეს უპირატესობა გაანიავეს. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერ-ტაიმში კი „მილანომ“ 14:12 მოიგო და საბოლოოდ, 98:96 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ 34 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ იტალიის სერია A-ს პირველ ტურში 29 სექტემბერს, სტუმრად „ტრაპანის“ დაუპირისპირდება.

0.117373