ფეხბურთი

20:09 | 22.09.2024 | ნანახია 476 - ჯერ

ლევან შენგელიას მორიგი საგოლე პასი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში ლევან შენგელიამ თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელის „ოფი“ სტუმრად „ლევადიაკოსს“ დაუზავდა (1:1).

„ოფი“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთამდე მარცხდებოდა, მაგრამ ქულა ვასილიოს ლამპროპულოსის გოლით გადაარჩინა, რომელსაც პასი ლევანმა გაუკეთა.

ქართველმა „ოფიში“ სულ მესამე მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედნიდან არ გასულა - 1 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ოფი“ ხუთი ტურის შემდეგ 8 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 სექტემბერს, „პანეტოლიკოსს“ უმასპინძლებს, რომლის ღირსებას შენგელია 2022-2024 წლებში იცავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 16.09.2024
ogafa (10143)

ყოჩაღ

0.1354
476