ფეხბურთი

19:56 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" და "თელავმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში გუნდები დაზავდნენ.

სტუმრებმა პირველი ტაიმი დეიან გეორგიევიჩის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე მათე აბულაძემ წონასწორობა აღადგინა. 5 წუთში ანდრე მენსალაომ წინ გაიყვანა „თელავი“, თუმცა იმერლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშ დემურ ჩიხლაძის გოლით ქულა მაინც მოიპოვეს.

„სამგურალი“ 31 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავს“ 24 ქულით მერვე პოზიცია უკავია და „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

0.112621