გერმანიის II ბუნდესლიგის მეექვსე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა. ბუდუმ ყვითელი ბარათი მიიღო. მას მიმდინარე სეზონში II ბუნდესლიგაში ექვს მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში ისევ პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, გერმანიის თასზეც გაიტანა ერთი გოლი.
„კარლსრუე“ მეხუთე წუთზე ჩამორჩა ანგარიშში, ხოლო 24-ე და 30-ე წუთებზე სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს და წინ გავიდნენ. „მაგდებურგმა“ მარცხს თავი 78-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლით დააღწია და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„კარლსრუე“ 14 ქულით ლიდერობას დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, 29 სექტემბერს, „კიოლნს“ ესტუმრება.