ფეხბურთი

13:47 | 22.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

"იუვენტუსმა" 32 წლის შემდეგ პირველად სერია A-ში ზედიზედ 3-ჯერ 0:0 ითამაშა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ დაუზავდა და ეს იყო „ბიანკონერის“ ზედიზედ მესამე ფრე სერია A-ში, თანაც სამივე 0:0.

როგორც Opta იტყობინება, „იუვემ“ სერია A-ში ზედიზედ სამჯერ 0:0, ისტორიაში მეხუთედ ითამაშა, ხოლო 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ პირველად, როცა გუნდს ჯოვანი ტრაპატონი ხელმძღვანელობდა.

„იუვენტუსი“ უგოლოდ „რომას“, „ემპოლის“ და „ნაპოლის“ დაუზავდა. აღსანიშნავია, რომ ტურინელებს იტალიის ჩემპიონატში ჯერ გოლი არ გაუშვიათ, ზედიზედ სამ 0:0-მდე იყო ორი დამაჯერებელი გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით 3:0 (გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე 3:1 პსვ-სთან).

„იუვენტუსს“ სერია A-ში ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ 9 ქულა აქვს მოპოვებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:00 | 28.12.2019
araza-1918 (6330)

ჯამა მაგარია კალა კობი ყაველა გადამგდები

22:26 | 27.12.2019
mjgiri (8951)

არაკომპეტენტური

0.061691