კალათბურთი

1:31 | 22.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

თორნიკე შენგელიამ სეზონი 21 ქულით და MVP-ის ტიტულით გახსნა

იტალიაში საკალათბურთო სეზონი დაიწყო. სუპერთასის ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ნაპოლი“ 96:87 დაამარცხა, თორნიკე შენგელიამ კი შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 გამოდგა, რითაც მატჩის MVP გახდა.

იტალიის სუპერთასის ფინალში „ვირტუსი“ 22 სექტემბერს, „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067756