„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში „ბორნმუთთან" გამარჯვების შემდეგ (3:0) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ვფიქრობ, ეს კარგი შესრულება იყო. კარში საკმაოდ ბევრი დავარტყით დაუამრავი მომენტიც გვქონდა. „ბორნმუთი“ ძალიან აგრესიული გახლდათ.
დარვინ ნუნიესის თამაში? ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით მას მეტი გოლის გატანაში, რადგან სწორედ ეს გვჭირდება თავდამსხმელისგან. ჩვენ გვყავს ბევრი კარგი მოთამაშე, გუნდში დიდი კონკურენციაა“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს BBC.
ნუნესმა ამ სეზონში თავისი პირველი გოლი „ბურნმუთთან“ მატჩში გაიტანა.
„ლივერპულს“ 5 მატჩიდან 12 ქულა აქვს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. 28 სექტემბერს სლოტის გუნდი „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდება.