„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა - 0:0.
თამაშის სცენარიდან გამომდინარე ეს სრულიად სამართლიანი ანგარიშია, გოლის გასატანად გუნდებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. უფრო სწორად, მცველები უშეცდომონი იყვნენ.
„იუვეს“ მხრიდან მეორე ტაიმში ტეუნ კოპმაინერსის მომენტის გამორჩევა შეიძლება, „ნაპოლის“ რიგებიდან მატეო პოლიტანოს დარტყმის პირველი ტაიმის ბოლოს, როცა მეკარემ დიდებულად ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, ქართველს ტურინელებმა გასაქანი არ მისცეს და მეორე ნახევარში უბურთოდაც იყო. მიმდინარე სეზონში ხვიჩას აქტივში 6 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე პასია.
„ნაპოლის“ 10 ქულა აქვს, მომდევნო მატჩში 26 სექტემბერს, იტალიის თასზე „პალერმოს“ შეხვდება, ხოლო სერია A-ში 29 სექტემბერს, „მონცას“ ეთამაშება.
„იუვენტუსის“ აქტივში 9 ქულაა. აღსანიშნავია, რომ ტიაგო მოტას გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მესამედ ითამაშა 0:0...