ფეხბურთი

17:51 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს ორჯერ ულამაზეს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მეექვსე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „ნორვიჩთან“ 1:4 დამარცხდა.

ქართველმა ტრავმისგან გამოჯანმრთელება მოახერხა და შეუცვლელად ითამაშა. თანაგუნდელთა შორის ნათელი წერტილი სწორედ ჩაკვე იყო, რომელმაც „უოტფორდის“ ერთად გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა.

გარდა ამისა, ორი ულამაზესი გოლის გატანაც შეეძლო: ჯერ კუთხურიდან გაჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი, დაახლოებით 60-70-მეტრიანი დრიბლინგით საჯარიმოში შევიდა და კარგი დარტყმა არ გამოუვიდა.

ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში ერთი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში. „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს.

0.124089