საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენი“ „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა.
„მწვანეებმა“ კოშმარული თამაში ჩაატარეს, პირველივე ტაიმში გაუშვეს 6 გოლი და მეორე ნახევარში „ნიცას“ ძალების დაზოგვაზე რომ არ ეფიქრა, ცხადია, რომ სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა...
დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა. „სენტ ეტიენს“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ნანტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „გრანადა“ „მალაგას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.
„გრანადა“ ორჯერ იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ორჯერვე გაათანაბრეს. მასპინძლებს 98-ე წუთზე მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა პენალტი ვერ გაიტანეს. გიორგი წიტაიშვილმა პირველ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და ქუსლით ჩინებული პასიც გააკეთა, რასაც ჩაწოდება საჯარიმოში და საბოლოოდ, გოლი მოჰყვა. ქართველი 68-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. „გრანადა“ 6 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 სექტემბერს, „ბურგოსს“ შეხვდება.