ფეხბურთი

20:12 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „თუ რაიმე კარგს ვიტყვი „არსენალზე,“ ყველა იფიქრებს, რომ ეს „გონების თამაშებია"

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „არსენალის" შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურში გუნდების მატჩის წინ. შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწება.

„თუ რაიმე კარგს ვიტყვი „არსენალზე,“ მაშინ ყველა შეამჩნევს, რომ „გონებრივ თამაშებს“ (Mind games) ვთამაშობ, რომელიც ერთგვარ მანიპულირებას ნიშნავს. მაგრამ ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი არტეტასა („არსენალს“ მთავარი მწვრთნელი)და მის გუნდზე. არ ვარ ძლიერი ასეთ ინტელექტუალურ თამაშებში.

„არსენალი“ ყოველ სეზონში ძლიერდება. მათი შემადგენლობის სიღრმე, ახალი მოთამაშეების დამატება, უმაღლესი ოსტატობა... ისინი სულ უფრო უკეთესები ხდებიან“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს City Xtra სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერზე).

შეგახსენებთ, რომ წლების წინ არტეტა გვარდიოლას თანაშემწე იყო „სიტიში.“

0.123555