ფეხბურთი

16:32 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი: "ნაპოლის" კვარაცხელიას მოვპარავდი"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ განაცხადა, რომ „ნაპოლიდან“ „იუვეში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაიყვანდა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

„ნაპოლის ვის „მოვპარავდი“? ცხადია, კვარაცხელიას! ძალიან მომწონს და „იუვეში“ საოცრებებს გააკეთებდა. ასევე, ლუკაკუს, რომელიც განსხვავებას ქმნის და შემთხვევითი არაა, რომ კონტეს მისი შეძენა ნებისმიერ ფასად სურდა. ბრემერმა, დანილომ და გატიმ ზეგანაკვეთურად უნდა იმუშაონ, რომ ორივე გააკონტროლონ“, - თქვა კობოლი ჯილიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.11155