ფეხბურთი

14:50 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მატერაცი: "როგორც ინტერისტას, იმედი მაქვს, რომ "მილანი" კლუბში მალდინის აღარასდროს დააბრუნებს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ, რომელიც „ინტერის“ გულშემატკივარია და კონკურენტ გუნდებზე ხისტ საუბარს არასდროს ერიდება, „მილანში“ შექმნილ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც მატერაციმ თქვა, მისი სურვილია, რომ „მილანმა“ პაოლო მალდინი კლუბში სამუშაოდ არ დააბრუნოს. მარკო ფიქრობს, რომ მალდინი „როსონერიში“ კარგად მუშაობდა, მის გარეშე კი კლუბს გაუჭირდა. შესაბამისად, როგორც „ინტერის“ ფანს ახლანდელი მდგომარეობა მოსწონს:

„იბრაჰიმოვიჩი ბოსია და გუნდს ის ხელმძღვანელობს? არანაირ შთაბეჭდილებას ჩემზე მისი მუშაობა არ ახდენს. როგორც ინტერისტა მხოლოდ ამას ვიტყვი: იმედი მაქვს, რომ „მილანი“ პაოლო მალდინის არასდროს დაიბრუნებს“, - აღნიშნა მატერაციმ.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი "მილანიდან" ცოტა ხნის წინ გაუშვეს, ხოლო მისი ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაიკავა. ჯერჯერობით, შვედს ახალ ამპლუაში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

0.1159