ფეხბურთი

23:01 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" და "ბენფიკამ" ჩემპიონთა ლიგა კარგად დაიწყეს

ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო ჩაბო ალონსოს „ლევერკუზენმა“, რომელმაც სტუმრად როტერდამის „ფეიენოორდი“ 4:0 გაანადგურა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა გერმანელებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი შეასრულა ფლორიან ვირტცმა, ერთიც ალექს გრიმალდომ გაიტანა, ხოლო ბოლოს როტერდამელებმა ბურთი საკუთარ კარშიც ჩაჭრეს. მეორე ნახევარი სრული ფორმალობა იყო და არაფერი შეცვლილა.

ჩემპიონთა ლიგა საგარეო მოგებით დაიწყო ლისაბონის „ბენფიკამაც“, რომელმაც ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდა“ 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელებმა ქერემ აკტურკოღლუს და ორქან კოკჩუს გოლებით მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა, რასაც სერბებმა შესვენების შემდეგ პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

0.120607