ფეხბურთი

21:09 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" ყველა ტურნირიდან მოკვეთა ემუქრება

„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და თუ ბრალდება დადასტურდება, ძალიან მძიმე სპორტული სანქციები ემუქრება.

ახლახან დაიწყო პროცესი, რომელიც დაადგენს დაარღვია თუ არა, მანჩესტერულმა კლუბმა წესები.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, როგორც ბრიტანული მედია წერს, ძალიან მძიმე სანქციებიც არაა გამორიცხული, მათ შორის, იმ ტურნირებიდან მოკვეთა, სადაც „მანჩესტერ სიტი“ თამაშობს.

ვინაიდან საქმე ბევრი წესის დარღვევას ეხება, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება.

0.131465