ფეხბურთი

11:22 | 19.09.2024 | ნანახია 768 - ჯერ

ლობჯანიძის მორიგი გოლი MLS-ში - საბამ მესის გუნდს გაუტანა (+VIDEO)

ამერიკის MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ. 29-ე ტურში, ქართველი ფეხბურთელის „ატლანტამ“, „ინტერ მაიამის“ უმასპინძლა და საკუთარ სტადიონზე ფრედ, 2-2 ითამაშა.

„იუნაიტედის“ რიგებში ლობჟანიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. მან გოლი 56-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა.

„ინტერ მაიამის“ რიგებში ცვლილებაზე 61-ე წუთზე შევიდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. თუმცა მან თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის ანგარიშზე 13 გოლი და 6 საგოლე პასია, „ატლანტა იუნაიტედს“ კი 32 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში 22 სექტემბერს, სტუმრად „ნიუ იორკ რედ ბულს“ შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 25.09.2024
ogafa (10211)

ყოჩაღ

0.12908