ფეხბურთი

0:54 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "სიტი" და "ინტერი" დაზავდნენ

ჩემპიონთა ლიგაზე გურამ კაშიას დებიუტი შედგა. ბრატისლავის „სლოვანი“ მისთვის პირველ შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩაატარა, გლაზგოს „სელტიკს“ ესტუმრა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შოტლანდიურ კლუბს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:5 განადგურდა. ქართველი მცველი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.

მოგებით დაიწყო ახალი ჩემპიონთა ლიგა შარშანდელმა ფინალისტმა „დორტმუნდმა“, რომელმაც ბელგიაში „ბრიუგეს“ 3:0 აჯობა. თუმცა, ბელგიელებმა საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და 76-ე წუთამდე ნულოვანი ფრე იყო. შემდეგ მოიპოვეს სტუმრებმა უპირატესობა, დუბლი გაიფორმა ბაიტონ-გიტენსმა, ხოლო ბოლოს სეჰრუ გირასიმ პენალტთ დააფიქსირა სამბურთიანი სხვაობა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ჟირონას“ საკუთარ მოედანზე უმძიმეს ბრძოლაში აჯობა. ნუნუ მენდეშმა 90-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი, რომელიც მთლიანად ესპანური კლუბის მეკარის, გასანიგას სინდისზეა, რომელმაც ძალიან, ძალიან, ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა.

დღის და შეიძლება ტურის ცენტრალური მატჩი, „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერს“ შორის ძალიან მოსაწყენი გამოდგა და ლოგიკური უგოლო ფრით დასრულდა.

0.118445