„ალ-ნასრის“ მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დაინიშნა. არაბულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
პიოლიმ „ალ-ნასრთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში 30 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. მან ლუიშ კაშტრო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
სტეფანო პიოლის „მილანში“, „ინტერში“, „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ბოლონიაში’, „პალერმოში“, „კიევოში“, „სასუოლოში“, „პიაჩენცაში“, „გროსეტოში“, „პარმაში“, „მოდენასა“ და „სალერნიტანაში“ აქვს ნამუშევარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰ,რონალდუს და მის ახალ გუნდს ახლა თავისი გაჭირვებიათ
მეთქი ახლა მაინც მოიგებს იტალიური გუნდი და ქე გაასხეს ფაღარათიანივით,იმედია მაინც გავლენ(იმედი ბოლოს კვდებაო
).ისე,მაგარი უცნაურია,ფეხბურთში იტალიას და მის გუნდებს ვქომაგობ და რაგბში რუსების შემდეგ ყველაზე მეტად მაგათ არ ვქომაგობ 