ძიუდო

19:20 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბი ძიუდოისტი, ნემანია მაიდოვი 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი (90 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

პარიზის ოლიმპიადაზე თეოდოროს ცელიდისთან მერვედფინალური შეხვედრის წინ, ტატამიზე გასვლისას მაიდოვმა პირჯვარი გადაიწერა, გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა, მას თავი არ დაუხარა, რაც ძიუდოში სავალდებულოა და ფედერაციის წინააღმდეგაც გაილაშქრა, რითაც დაარღვია ორგანიზაციის საერთაშორისო წესები. სერბი 5 თვით ჩამოაშორეს ყველა შეჯიბრებას.

აღსანიშნავია, რომ პირჯვრის ტატამიზე გადაწერისთვის მანამდე ორი გაფრთხილება ჰქონდა - 2018 წლის 10 აპრილს და 2022 წლის 24 თებერვალს. IJF-ს ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლით ყველანაირი რელიგიური ჟესტი ტატამიზე აკრძალულია. მაიდოვი მესამე ძიუდოისტია ტარა ბაბულფატის (3 თვე) და გურამ თუშიშვილის (6 თვე) შემდეგ, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვადასხვა დარღვევისთვის დასაჯეს.

თავის მხრივ, 28 წლის სერბმა ძიუდოისტმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელმაც განაცხადა, რომ პირჯვრის გადაწერის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს და მტკიცედ დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში. ის აცხადებს, რომ მისთვის რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამაყად ამბობს, რომ პირად და კარიერულ ცხოვრებაშიც ღმერთმა ყველაფერი მისცა. ასე რომ, მაიდოვი დისკვალიფიკაციას მხოლოდ პირჯვრის გადაწერას უკავშირებს, თუმცა, როგორც ვთქვით, მას დისკვალიფიკაცია აგრეთვე, სხვა წესების დარღვევისთვის მისცეს. აღსანიშნავია, რომ ცელიდისთან შეხვედრის შემდეგ მაიდოვი მარცხში მსაჯებს და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ღიად ადანაშაულებდა, მან მეტოქეს ბრძოლის შემდეგ თავი არ დაუხარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11941