ფეხბურთი

18:39 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

საქართველოს თასზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და შესაბამისად, ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

ფოთის „კოლხეთმა“ „გარეჯი“ დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დაამარცხა. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო 98-ე წუთზე ანგარიში გიორგი აბუაშვილმა პენალტით გახსნა. მან 105-ე წუთზე დუბლიც შეასრულა, რასაც „გარეჯმა“ ირაკლი ლექვთაძის გოლით უპასუხა - 1:2.

შესაბამისად, ფოთის „კოლხეთი“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია, ისევე, როგორც ქვედალიგელი „სპაერი“, რომელმაც „თელავი“ 4:3 დაამარცხა.

„სპაერმა“ 34-ე წუთისთვის გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს უპირატესობა ოთხამდეც გაზარდა. თელაველებმა მეორე ტაიმში მოახერხეს სამი ბურთის გაქვითვა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ მეტისთვის უბრალოდ დრო აღარ ეყოთ.

საქართველოს თასზე დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩია: 19 სექტემბერს, „დინამო თბილისი“ „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო 22 ოქტომბერს, „დინამო თბილისი 2“-ის მეტოქე „გაგრა“ იქნება.

0.116147