ფეხბურთი

19:55 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსვ ეინდჰოვენმა ივან პერიშიჩი დაიმატა

ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი კარიერას პსვ ეინდჰოვენში გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

35 წლის ნახევარმცველი ნიდერლანდურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პერიშიჩი ბოლოს სპლიტის „ჰაიდუკში“ იყო, რომელიც მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტის გამო დატოვა.

პერიშიჩს არაერთგან უთამაშია, მათ შორის, „ბრიუგეში“, „სოშოში“, „რუზელარეში“, „ვოლფსბურგში“, „ინტერში“, „ბაიერნში“ და „ტოტენჰემში“.

ხორვატიის ნაკრებში ივან პერიშიჩს 2011 წლიდან დღემდე 136 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.

0.122506