„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ენტონი მარსიალი კარიერას ათენის „აეკში“ გააგრძელებს.
ფრანგმა თავდამსხმელმა ბერძნულ კლუბთან, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ენტონი მარსიალმა 2015 წლიდან „მანჩესტერის“ რიგებში 317 თამაში ჩაატარა, 90 გოლი გაიტანა და 47 საგოლე პასი გააკეთა.
მარსიალს ასევე „მონაკოში“ და „სევილიაში“ აქვს ნათამაშები.