საქართველოს ნაკრების და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი „მალიორკას“ დაუკავშირეს.
როგორც ესპანური გამოცემა Fichajes-ი იტყობინება, ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და „მალიორკას“ ხელმძღვანელობა მას აქტიურად აკვირდება.
წყაროს თანახმად, მომდევნო ზაფხულს „ლევანტედან“ ქოჩორაშვილის წასვლა რეალური იქნება, თუ ვალენსიური კლუბი ლა ლიგაში ვერ დაბრუნდება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ესპანურ კლუბში ჩატარებულ ოთხ მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.