ფეხბურთი

13:46 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომადან" დანიელე დე როსი დაითხოვეს

„რომამ“ მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი დაითხოვა. ახალგაზრდა სპეციალისტს სეზონის წარუმატებელი სტარტი არ აპატიეს.

„რომამ“ სერია A-ს საწყის ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა (3 ფრე, 1 წაგება), რაც დე როსის გათავისუფლების მიზეზი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „რომას“ ახალი მწვრთნელი. დანიელე დე როსიმ „რომა“ გასულ სეზონში ჩაიბარა, როცა ჟოზე მოურინიო შეცვალა.

0.110234