ფეხბურთი

10:55 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 9 გოლი გაიტანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო და ზაგრების „დინამო“ 9:2 გაანადგურა.

ვენსან კომპანის გუნდმა რეკორდიც დაამყარა: „ბაიერნი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლის გატანა მოახერხა.

მიუნხენური გიგანტი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 2 ოქტომბერს, სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეხვდება.

0.11712