ფეხბურთი

12:33 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილდიზი დელ პიეროს: "ბოდიში, შენი რეკორდი რომ დავამხე"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ქენან ილდიზმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის პირველი გოლი გაიტანა და ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა.

ილდიზი „იუვეს“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა 19 წლის და 136 დღის ასაკში. აქამდე რეკორდი დელ პიეროს ეკუთვნოდა, რომელმაც 1995 წლის 13 სექტემბერს, „დორტმუნდს“ 20 წლის და 308 დღის ასაკში გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ სტილისტურად ილდიზის გოლი ძალიან ჰგავდა დელ პიეროს ბევრ გოლს.

მატჩის შემდეგ ილდიზმა Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა, სადაც მას უშუალოდ ალესანდრო დელ პიეროს შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. ცხადია, დელ პიერომ თურქი ტალანტი შეაქო, ხოლო ქენანმა ალექსს რეკორდის დამხობისთვის ბოდიში მოუხადა.

აქვე გეტყვით, რომ ქენან ილდიზმა გოლის გატანა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის, სერია A-ს და იტალიის თასის სადებიუტო მატჩებში, როცა ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

„იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსვ ეინდჰოვენი 3:1 დაამარცხა.

0.116794