ლატვიის ჩემპიონატის 23-ე ტურში რფს-მა „დაუგავპილსი“ 4:1 დაამარცხა, ლუკა სილაგაძემ კი თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
ლუკამ 79-ე წუთზე მარჩის ოსს გაუკეთა საგოლე გადაცემა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. სილაგაძემ და ასევე, ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშეს.
რფს 72 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „ლიეპაიას“ უმასპინძლებს.