ფეხბურთი

19:22 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: "მატჩების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენთვის აზრი არავის უკითხავს, დავიღალეთ"

„ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებისთვის აზრი არავის უკითხავს თამაშების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.

„ეს საოცარია გულშემატკივრებისთვის, მეტი შეხვედრები, უფრო დიდი მატჩები. თუმცა, ფეხბურთელებისთვის არავის უკითხავს, რას ფიქრობდნენ მატჩების დამატებაზე. როგორც ჩანს, მათთვის ჩვენი აზრი მნიშვნელოვანი არ არის. მათ კარგად იციან, რას ვფიქრობთ ამაზე, ჩვენ ყველა დავიღალეთ ამით, მაგრამ ახლა ყურადღება მომდევნო დიდ გამოწვევებზე უნდა გავამახვილოთ.

გასული წლის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ არ გვითამაშია ჩემპიონთა ლიგაზე და ახლა ბედნიერები ვართ, მაგრამ დავბრუნდით. ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის“, - თქვა ალისონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112537