„ბარსელონამ" გუნდის ნახევარმცველის, ლამინ იამალის მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
Marca-ს ცნობით, მომავალ ზაფხულს, როდესაც იამალი 18 წლის გახდება, კლუბი მასთან ახალ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ ფეხბურთელის ხელფასის გაზრდას აპირებს, რომელიც ამჟამად ბონუსების გარეშე წელიწადში 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.