ფეხბურთი

12:18 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუტის „რეალში“ ჰოლანდი სურს

მადრიდის „რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც მადრიდულ კლუბში ისურვებდა.

„ჰოლანდს მოვაწერინებდი კონტრაქტზე ხელს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის გახდება ფლორენტინო პერესის შემდეგი სამიზნე“, - ციტირებს გუტის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს. მან კლუბის შემადგენლობაში 103 მატჩში 99 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგის ოთხ მატჩში 9 გოლი გაიტანა.

0.115108