ჭადრაკი

1:06 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადა: კაცების გამარჯვება ესპანეთთან და ქალების - მონღოლეთთან

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში, საქართველოს ქალთა გუნდმა მონღოლეთის ნაკრები დაამარცხა მინიმალური ანგარიშით.

გუნდს გამარჯვების ქულა შავი ფერებით მოთამაშე სალომე მელიამ მოუტანა. ყაიმით დაასრულეს პარტიები: ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენებმა 10 ქულა დააგროვეს და II-III ადგილს ინაწილებენ პოლონელებთან ერთად. მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის ერთპიროვნულ ლიდერს, ინდოეთის გუნდს შეხვდება, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.

VI ტურის შედეგები:

ნანა ძაგნიძე (2508) ½ : ½ ტურმუხ მუნხზული (2256)

ლელა ჯავახიშვილი (2446) ½ : ½ ბახტიაგ მონგოტული (2346)

ბელა ხოტენაშვილი (2432) ½ : ½ დავადემბერელ ნომინ-ერდენე (2319)

სალომე მელია (2293) 1:0 ერდენებაიარ ხუსლენი (2229)

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სენსაციური გამარჯვება იზეიმა ესპანეთის უძლიერესს გუნდთან.

ჩვენ ნაკრებს გამარჯვება გუნდის ლიდერმა, მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა ალექსეი შიროვთან დაპირისპირებაში. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები: ნიკოლოზ კაჭარავამ, ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ.

6 ტურის შემდეგ საქართველოს ვაჟთა ნაკრები V-XIV ადგილს ინაწილებს და მისი მეტოქე მომდევნო ტურში საფრანგეთის გუნდი იქნება.

VI ტურის შედეგები:

მიხეილ მჭედლიშვილი (2574) 1:0 ალექსეი შიროვი (2666)

ნიკოლოზ კაჭარავა (2511) ½ : ½ ანტონ დავიდი (2665)

ბაადურ ჯობავა (2582) ½ : ½ ალან პიჩო (2628)

ლევან ფანცულაია (2516) ½ : ½ ხაიმე სანტოსი (2624)

სოფო ნიკოლაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110323