„ნიუკასლის“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ, რომელიც აზარტული თამაშების გამო 10 თვით ფეხბურთს ჩამოშორებული იყო და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, კომენტარი გააკეთა განვლილ პერიოდზე:
„ორი ცხოვრება მქონდა, რადგან ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი და არ ვსაუბრობდი ადამიანებთან, თუნდაც ვარჯიშის დროს. ახლა ყველაფერი სრულიად განსხვავებულია. ყოველი დღე განსხვავებულია, განსაკუთრებით სტაფთან მიმართებაში და ჩემს თანაგუნდელებთან, რადგან ყოველდღე ვესაუბრები მათ.
10 თვის წინ სხვა ადამიანი ვიყავი, ორი განსხვავებული ადამიანი, ცხოვრებაში სხვა და ფეხბურთში - სხვა. ახლა მხოლოდ ერთი ადამიანი ვარ. როდესაც ვესაუბრები მწვრთნელს, სანდრო ვარ. როცა ვთამაშობ, სანდრო ვარ. როცა იტალიაში ვბრუნდები, სანდრო ვარ. ამას მივხვდი ამ 10 თვის განმავლობაში.
ფეხბურთი მენატრებოდა, მაკლდა სტადიონი, მოედანზე ყველა ემოცია, რომელსაც ვიღებ. მაგრამ ახლა დავბრუნდი და ძალიან კარგად ვარ. ჩემი შეცდომა გავაცნობიერე“, თქვა ტონალიმ.