ფეხბურთი

19:32 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი: "ხვალ მბაპე ნახავს, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე "ბერნაბეუზე" თამაში "რეალის" მაისურით"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა დანი კარვახალმა „შტუტგარტთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ კილიან მბაპეზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, კილიანს არასდროს დაავიწყებდა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი „რეალის“ მაისურით, რომელსაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩაატარებს.

„ხვალ მბაპე ნახავს, რას ნიშნავს „ბერნაბეუზე“ „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საღამო მთელი ცხოვრება ემახსოვრება“, - თქვა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ და „შტუტგარტის“ მატჩი 17 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114466