კალათბურთი

18:49 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე ცარციძე რუმინული პლოეშტ პეტროულის ლიდერად ყალიბდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 24 წლის ცოტნე ცარციძე პირველ პროფესიონალურ სეზონს ატარებს, რომელმაც ჩინებული სტარტი აიღო. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 4-წლიანი თამაშისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცარციძემ კონტრაქტი რუმინულ პეტროულ პლოეშტთან გააფორმა და ახალ კლუბში ჩინებული დებიუტიც მოიწყო.

ცოტნემ პლოეტური კლუბის მაისურით პირველი მატჩები რუმინეთის თასზე ჩაატარა და ორივე შეხვედრაში საუკეთესო იყო. პირველი რაუნდის შეხვედრაში პეტროულმა ტერგუს 79:54 სძლია, ცარციძეს კი 33 წუთში 20 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. პეტროლულმა მე-2 წრეში კორონა ბრაშოვთან 73:86 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 32:19 წუთი გაატარა და 18 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ცოტნემ 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

რუმინეთის ჩემპიონატი – დივიზია A 21 სექტემბერს იწყება, ცოტნე ცარციძის გუნდის პირველი მეტოქე კი კლუჟია, რომელსაც პლოეშტელები სტუმრად შეხვდებიან. ქართველი კალათბურთელი 2020 წლიდან აშშ-ში თამაშობდა, ბოლო სამი სეზონი მან NCAA-ს ჩრდილოეთ დაკოტაში გაატარა, სადაც ერთ-ერთი ლიდერი იყო.

GBF.GE

0.114772