„მილანის“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ოსკარ დამიანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ხვიჩამ მეტი უნდა იმოძრაოს და ასე მეტოქეებისთვის შეუჩერებელი გახდება:
„მას შესანიშნავი თვისებები აქვს და ეს სეზონი კარგად დაიწყო. ცენტრში გადაწევით ის ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება, მაგრამ კიდევ მეტი უნდა იმოძრაოს და ვერავინ გააკონტროლებს. კარგ ფიზიკურ კონდიციაში ყოფნა მისთვის ფუნდამენტურია“, - თქვა დამიანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.