ფეხბურთი

17:42 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" დიმარკო დაუშავდა

მილანის „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ფედერიკო დიმარკო ვერ დაეხმარება.

იტალიური მედიის ცნობით, იტალიელ მცველს მარჯვენა ბარძაყი აქვს დაზიანებული და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით, ტრავმის ზუსტი სიმძიმე უცნობია, მას შეიძლება სერია A-ს მომდევნო მატჩიც გაუცდეს „მილანის“ წინააღმდეგ.

ფედერიკო დიმარკო „ინტერის“ ერთ-ერთი ლიდერია და დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელი ფეხბურთელია.

0.112384