ფეხბურთი

16:56 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: კვარაცხელია და ლუკაკუ უფრო ბუნებრივად უგებენ ერთმანეთს, ვიდრე კვარა-ოსიმენი

იტალიური გამოცემა La Repubblica ხვიჩა კვარაცხელიას და რომელუ ლუკაკუს ტანდემს გამოეხმაურა.

„კალიარის“ წინააღმდეგ მათ გოლები ერთმანეთის პასებით გაიტანეს და გამოჩნდა, რომ უკვე შეთამაშდნენ:

„ნაპოლის“ გოლების ახალი ტყუპი ჰყავს: ლუკაკუ და კვარაცხელია. თითქოს ეს ორი ერთმანეთისთვისაა შექმნილი და საოცრად უგებენ ერთმანეთს, უფრო ბუნებრივადაც კი, ვიდრე ქართველი და ოსიმენი უგებდნენ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.

0.114848