ფეხბურთი

16:02 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ფრანგი მცველი გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნს“ საშა ბოი გამოაკლდა. ფრანგ მცველს მენისკის პრობემა აქვს, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა პერიოდი გაუცდება მას, მაგრამ ვენსან კომპანის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ცვლილებების გაკეთება მოუწევს - იოზუა კიმიხი უნდა ათამაშოს ან ცენტრალური ნახევარმცველი კონრად ლაიმერი.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ საშა ბოი იანვარში „გალათასარაიდან“ 30 მილიონ ევროდ დაიმატა.

0.111441