ფეხბურთი

14:00 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში

„კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფორვარდმა ცნობილმა გამოცემა Kicker-მა გამოარჩია. „შალკესთან“ დუბლის შემდეგ, რითაც „კარლსრუემ“ 2:0 მოიგო, ლოგიკურია, რომ ბუდუ ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ II ბუნდესლიგის ხუთ ტურში ბუდუ ზივზივაძის აქტივში 6 გოლი და 1 საგოლეა პასია, რითაც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ქართველი ცაციაა, მაგრამ ექვსივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. მან „შალკესთან“ დუბლამდე ჰეთ-თრიქი შეასრულა „ნიურნბერგთან“, ერთიც ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველა გოლი მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი იყო. აქვე ვახსენოთ, რომ გერმანიის თასზე აქვს თითო გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში. შესაბამისად, ბუდუმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.

„კარლსრუეს“ ხუთ ტურში 13 ქულა აქვს და ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 22 სექტემბერს, „მაგდებურგს“ სტუმრად შეხვდება.

0.112937