ფეხბურთი

1:39 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის საგოლე პასი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში (+VIDEO)

„გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეხუთე ტურში სტუმრად „ელჩეს“ ეწვია, ხოლო გიორგი წიტაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის გადაცემით 57-ე წუთზე ლოიკ უილიამსმა გაიტანა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 2:1 გახადა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. გიორგიმ ჯარიმა ჩააწოდა და უილიამსმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გარანადელთა პირველი გოლიც ქართველის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ხოლო პირველ ტაიმში თანაგუნდელს ისეთი პასი გაუკეთა, გოლი აუცილებლად უნდა გასულიყო, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ახლო მანძილიდან მოახერხა აცილება.

წიტაიშვილი მოედანზე 78-ე წუთამდე იყო და მისი პირველი საგოლე პასია „გრანადაში“.

„გრანადა“ ლა ლიგა 2-ში ხუთი ტურის შემდეგ ხუთი ქულით მე-16 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, „მალაგასთან“ შინ გამართავს.

0.111783