საბერძნეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში კრეტას „ოფიმ“ სალონიკის „არისს“ შინ 3:2 აჯობა, ხოლო ლევან შენგელიამ ორი საგოლე პასი მიითვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ 57-ე წუთზე ვასილიოს ლამპროპულოსს გაატანინა, როცა ჯარიმა შესანიშნავად ჩააწოდა, ხოლო 82-ე წუთზე მისი გადაცემით ედი სალსედომაც დალაშქრა მეტოქის კარი.
შენგელიასთვის „ოფიში“ სულ მეორე მატჩი იყო და უკვე მის აქტივში გოლი და ორი საგოლე პასია.
„ოფი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, „ლევადიაკოსს“ დაუპირისპირდება.