კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ლიმასოლის „არისმა“ სტუმრად „ომონია არადიპუ“ 3:0 დაამარცხა, რომლის რიგებში გიორგი ლორია თამაშობს.
მეორე წუთზე ქვილითაიამ ძალიან ეფექტური საგოლე პასი მიითვალა, როცა იადენ მონტნორი ლორიასთან პირისპირ დატოვა და მანაც გაიტანა. 63-ე წუთზე უკვე უშუალოდ ქართველების დუელი შედგა და ქვილითაიამ პენალტი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ლორიამ კუთხე გამოიცნო. გიორგი 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.
„არისი“ 9 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში დერბიში „აპოლონს“ ეთამაშება, ხოლო „ომონია“ ერთი ქულით მე-13 პოზიციაზეა და „პარალიმნის“ შეხვდება.