ფეხბურთი

21:15 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძის მეორე გოლი სეზონში (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურში მოსკოვის „დინამომ“ გროზნოს „ახმატი“ 4:2 დაამარცხა, ლუკა გაგნიძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე ჩაერთო თამაშში, 99-ე წუთზე კი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გაგნიძის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში (მეოთხე მატჩში).

მოსკოვის „დინამო“ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს, „სპარტაკს“ ესტუმრება.

0.139669