ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ლონდონის „არსენალმა“ დერბიში „ტოტენჰემი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ბედი 64-ე წუთზე გაბრიელ მაგალაეშის გოლმა გადაწყვიტა და „მეთოფეებმა“ მთავარ მეტოქეს აჯობეს.
„არსენალს“ ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება. „ტოტენჰემი“ 4 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა და წინ „ბრენტფორდთან“ თამაში აქვს.