საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „სამტრედიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და გუნდები დაზავდნენ.
მასპინძლები 30-ე წუთზე ინიგო მარტინის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ლუკა და ნიკა ხორხელის გოლებით უპასუხეს და ტაიმი მოიგეს. თუმცა, 59-ე წუთზე ფრანსუა ეკონგოლომ აღადგინა წონასწორობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
„სამგურალი“ 30 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 16 ქულით მეათეა და წინ გორის „დილასთან“ მატჩი აქვს.