ჩოგბურთი

17:50 | 15.09.2024 | ნანახია 893 - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე მექსიკა დაამარცხა

დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მზიურის კორტებზე შეხვედრა 14 სექტემბერს დაიწყო, როცა საბა ფურცელაძემ ალან ფერნანდო რუბიოსთან წააგო (6:7, 4:6), ხოლო ალექსანდრე ბაკშიმ როდრიგო პაჩეკო მენდესს აჯობა (7:6, 7:6), შესაბამისად, პირველი დღის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო - 1:1.

დღეს, წყვილებში, ბაკშის და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა 6:1, 1:6, 6:3 სძლია რეიეს ვარელას და პაჩეკო მენდესის წყვილს, ხოლო შემდეგ ფურცელაძე მენდესთან დამარცხდა და ანგარიში კიდევ გათანაბრდა - 2:2.

გადამწყვეტი შეხვედრა ალეკსანდრე ბაკშის გამარჯვებით დასრულდა რუბიო ფიეროსთან 6:3, 7:6 და საქართველოს ნაკრებმაც მექსიკის ძლევა მოახერხა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:59 | 19.09.2024
Z.LO (802)

დაამარცხა და მორჩა?! არსად არ დაწინაურდა საქართველო, ისევ იმ ჯგუფში ვართ? ცოტა მეტი ინფორმაცია რომ დაწეროთ - არ შეიძლებაა!?

0.111388